top of page

თქვენ აშენებთ, ჩვენ ვყიდით

მომსახურების სრული სპექტრი

უძრავი ქონების დეველოპერებისთვის

ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენი ბიზნესის
იდეალურ განვითარებას

ჩვენ შესახებ

დს - უძრავი ქონების დეველოპერული სერვისები - უნიკალური მიდგომების კომპანიაა, რომელიც მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს უძრავი ქონების დეველოპერებს. საქართველოს უძრავი ქონების ბაზარსა და მასთან დაკავშირებულ სფეროებში ჯამურად 30 წლიანზე ხანგრძლივი გამოცდილების წყალობით ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს უძრავი ქონების დეველოპერული პროექტების შეუფერხებელ მიმდინარეობას და პროცესების უწყვეტობას.

დეველოპერული პროექტების წარმატებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეფექტური საკომუნიკაციო სტრატეგია პოტენციურ მყიდველებთან, არამედ გამართული კომუნიკაცია და პროცესების სწორად მართვა სახელმწიფო და მუნიციპალურ ორგანოებთან ურთიერთობისას, რაც ჩვენი კომპანიის ერთერთ გამორჩეულად ძლიერ მხარეს წარმოადგენს.

უდიდესი სარგებელი, რომელსაც დეველოპერული კომპანიები დს-თან თანამშრომლობით იღებენ, მათი ბრენდის შექმნა და განვითარებაა. დს მარკეტინგისა და გაყიდვების პროცესებს დეველოპერის სახელით წარმართავს, რაც ნიშნავს, რომ უწყვეტად ზრუნავს დეველოპერის ცნობადობისა და მისი ბრენდის მიმართ ლოიალურობის ზრდაზე.

 

დს-ის პროფესიონალთა გუნდთან თანამშრომლობა დეველოპერს იცავს პოტენციური საბაზრო რისკებისგან, უზრუნველყოფს მისი ბიზნესის უწყვეტ ფუნქციონირებას კრიზისულ თუ სტაგნაციის პერიოდებში და ეხმარება მას მიმდინარე ცვლილებებთან გამკლავებაში.

bottom of page